Logo
img

0322 222 160

  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • ამანათები
  • შესყიდვების ასისტენტი
  • კონტაქტები
  • რეისები
  • ფილიალები

წესები და შეზღუდვები

ხელშეკრულების მიზანია სწორად წარიმართოს ამანათების განბაჟება/ტრანსპორტირება, განბაჟება/ტრანსპორტირებისათვის დროის რაციონალური გამოყენება დამომსახურების ეფექტურობის ამაღლება. წინამდებარე ხელშეკრულებით, შპს „ სილქ ფოსტ“ -ის (ს/კ:405381091 ) (შემდგომში კომპანია) მიერ დადგენილი მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ყველა მომხმარებლისთვის.მუხლი 1. ტრანსპორტირების ღირებულება, გზავნილის/ამანათისწონის დამრგვალება და შემცირება:


ტრანსპორტირების ღირებულება გამოითვლება გზავნილის საერთო წონის მიხედვით, მისი რეალური და მოცულობითი წონის გათვალისწინებით. თუ მოცულობითი წონა აჭარბებს რეალურს, მაშინ ტრანსპორტირების გადასახადი დაითვლება მოცულობითი წონიდან.სანტიმეტრ კუბში მოცულობის გამოთვლა ხორციელდება - ყუთის ზომების (სიგრძე, სიგანე და სიმაღლე) გამრავლებით და მოცულობითი წონის ფაქტორზე გაყოფით. კერძოდ, მოცულობითი წონა გამოიანგარიშება შემდეგნაირად: გზავნილის სიგრძე, სიგანე და სიმაღლე გადამრავლდება და გაიყოფა 6000-ზე.გზავნილის/ამანათის დეტალები (კუბი/მოცულბა) დგინდება პროდუქტის საწყობში მიღებისას ჩინეთში, რადგან პირველ რიგიში უნდა დაზუსტდეს ფაქტიური/რეალური მონაცემი და შემდგომ განხორციელდეს ინვოისის კალკულაცია.შესაძლებელია შემცირდეს გზავნილის/ამანათის მოცულობა. გზავნილის მოცულობის შემცირება ნიშნავს შეფუთვის სიცარიელის მინიმიზაციას. ამანათების გადაფუთვას პარკებში , ზომების შემცირების მიზნით ახდენს კომპანია.თუ მომხმარებელს არ სურს ამანათი გადაფუთოს, ამისთვის წინასწარ უნდა შეატყობინოს კომპანიის ოპერატორს შეკვეთის განხორციელებისას.ელექტროტექნიკის და ადვილად მსხვრევადი პროდუქციის ყუთების ზომაში შემცირება უსაფრთხოების მიზნით არ ხდება.დაზღვეული გზავნილის მოცულობის შემცირება, სერვისს არ ექვემდებარება.მუხლი 2. დეკლარირება / გადაფუთვა / განბაჟება:2.1 გზავნილი/ამანათი, რომლის ღირებულება აღემატება 300 ლარს ან 30 კილოგრამს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ექვემდებარება განბაჟებას მინ 18% სრული ღირებულების. !!!საქართველოს კანონმდებლობით ბაჟის გადახდა ხორციელდება დეკლარაციის მიღებიდან 30(ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში ნებისმიერ ბანკში. თუმცა შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ახალი რეგულაციის მიხედვით, წითელ დერეფანში მოხვედრილი განსაბაჟებელი ამანათების გარკვეული რაოდენობა გაიცემა მხოლოდ დღგ-ს გადახდის ქვითრის წარდგენის შემდეგ. ამანათების აღნიშნულ ჯგუფში მოხვედრას განსაზღვრავს საბაჟო შემთხვევითი შერჩევის პრინციპით დეკლარაციის და ბეჭდვის დროს.2.2 მომხმარებელი ვალდებულია განახორციელოს გზავნილის/ამანათის დეკლარირება, ფორმულარის შევსებით. ამანათები დეკლარაციის გარეშე დარჩება შესაბამის საწყობში, სანამ არ მოხდება მათი სრული დეკლარირება. მათი დეკლარირება უნდა მოხდეს ჩამოსვლამდე რომ არ შეიქმნას პრობლემა ამანათის გამოტანისას . 5.3 კომპანია იტოვებს უფლებას მოითხოვოს მიმღების სახელზე ჩინეთის საწყობში მიღებული ნივთის გადახდის დასტური, მომხმარებელი ვალდებულია მოკლე ვადებში წარადგინოს გადახდის დასტური, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მოხდება ამანათის ტრანსპორტირება საქართველოში და მომხმარებელს დაეკისრება უკან გაგზავნის ხარჟი. დეკლარირების სისწორეზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს მომხმარებელი.2.4 იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო სამსახური ან ფინანსთა სამინისტრო დააკისრებს საჯარიმო სანქციას კომპანიას იმის გამო, რომ მომხმარებელმა მომსახურების პირობები დაარღვია-პროდუქციის არასრული ან არაზუსტი დეკლარირება გააკეთა, აღნიშნული ჯარიმის გადახდა დაეკისრება მომხმარებელს. კომპანიის მომსახურების საფასური გადახდილ უნდა იქნას საბაჟო პროცედურების დაწყებამდე.2.5 მომხმარებლის მიერ აკრძალული საქონლის გადაგზავნის შემთხვევაში, კომპანია პასუხს არ აგებს საბაჟო სამსახურის მიერ გზავნილის/ამანათის დაყადაღებაზე.2.6 ჩვენი დახმარებით შეძენილი ამანათების გადაფუთვა უფასოა და შედის მომსახურების გადასახადში გადაფუთვას არ ექვემდაბერა ელექტრონული და მსხვრევადი პროდუქცია.2.7 მომხმარებლის მიერ ჩამოსულ ამანათზე უარის თქმის შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას დააჯარიმოს მომხმარებელი1000 & (აშშ დოლრის) ექვივალენტი ლარში! 2.8 მომხმარებლის მხრიდან გასანბაჟებელი გზავნილის/ამანათის ინვოისის არ წარდგენის შემთხვევაში, ვადის ამოწურვის შემდეგ (30 დღე) ამანათი გადაეცემა სახელმწიფოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 3. პროდუქციის საიმპორტო შეზღუდვები:3.1 საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია საფოსტო გზავნილით შემდეგი სახი სნივთების გამოგზავნა: .რეალური ფული, მონეტები ან ბანკნოტები;საბანკო და საკრედიტო ბილეთები და სხვა ფასიანი ქაღალდები;საკვები პროდუქცია;ფეთქებადი ან ადვილად აალებადი ნივთიერებები ან პროდუქცია (საღებავები და ალკოჰოლის შემცველი ნივთიერებები);მიწა და ნერგები მიწით;პორნოგრაფიული სახის პროდუქცია;ფსიქოტროპიული ნივთიერებები;წამლები (10 შეკვრაზე მეტი);მცენარეები (1 კილოგრამზე მეტი)ცოცხალი ცხოველები, ფიტულები, ძვლები, ბეწვი;ნებისმიერი სახის ნარკოტიკი, ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პროდუქცია ან მცენარეები ან მათი თესლი, ე.წ. ''ბიო'', არომატიზატორი;მცენარეების თესლები (25 გრამზე მეტი);ცეცხლსასროლი და პნევმატური (airsoft) იარაღები და აქსესუარები;საბეჭდი მასალა, ფილმები, ფოტო, LPs, კინემატოგრაფიული ფილმები, აუდიო და ვიდეოკასეტები, CD;ოქრო და ვერცხლი, ძვირფასი ქვები, სამკაულები და სხვა ძვირფასი ნივთები;ალკოჰოლური სასმელები;თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები;ფარმაცევტული პროდუქცია;ანტიკვარული ნივთები; 3.2 მომხმარებლის მიერ აკრძალული პროდუქციის გადაგზავნის შემთხვევაში, კომპანია პასუხს არ აგებს საქართველოში საქონლის მოწოდებაზე, ან საბაჟო სამსახურის მიერ გზავნილის დაყადაღებაზე.3.3 თუ მომხმარებელი აკრძალულ პროდუქციას მაინც გადაგზავნის საწყობში, კომპანია იხსნი სპასუხისმგებლობას უკან გადაუგზავნოს აკრძალული გზავნილი იურიდიულ ან ფიზიკურ პირს, რომელმაც გზავნილი გამოაგზავნა. ზემოხსენებული დარღვევის შემთხვევაში მომხმარებელს შეუწყდება მომსახურება და დაჯარიმდება.მუხლი 4. სხვა შეზღუდვები და პირობები:!!! კომპანია უფლებას იტოვებს გაასხვისოს ამანათი (მომხმარებელთან შეთანხმების გარეშე) რომელიც 6 (ექვს) თვეზე მეტ ხანს დარჩება კომპანიის საწყობში. ეხება როგორც გადაუხდელ , ასევე გადახდილ ამანათებს.4.1 კომპანია, ყველა მის მომხმარებელს, ავალდებულებს ანგარიშების დავალიანების დროულ გადახდას. წინაამღდეგ შემთხვევაში მომხმარებლის მონაცემები და დავალიანება გადაეცემა ჩინეთის ან/და საქართველოს შესაბამის სასამართლოებს.4.2 ჩვენი კომპანიის გადაზიდვით ჩამოტანილ ამანათზე, მომხმარებლის მიერ უარის თქმის შემთხვევაში, მას დაეკისრება ჯარიმის გადახდა 1000 & (აშშ დოლრის) ექვივალენტი ლარში,ოდენობით. 4.3 კომპანია იტოვებს უფლებას, მომხმარებელს წინასწარ შემოატანინოს გზავნილის/ამანათის ტრანსპორტირების გადასახადის ნახევარი. ტრანსპორტირების დარჩენილი ნახევრის საფასურის გადახდა უნდა მოხდეს გზავნილის/ამანათის საქართველოში ჩამოსვლიდან 5 (ხუთ) დღეში.4.4 კომპანია იღებს ვალდებულებას, გზავნილის/ამანათის საქართველოში ჩამოსვლის დღიდან 4 კვირაში, მომხმარებლის სახელზე მოახდინოს გადასახდელი თანხის მიხედვით სარჩელის აღძვრა სასამართლოში, რაც მომხმარებლის პირადი ქონების დაყადაღებას გამოიწვევს.4.5კომპანია ვალდებულებას იღებს მომხმარებელთან მხოლოდ იმ სერვისზე, რაც დაშვებულია საქართველოს კანონმდებლობით;4.6 მომხმარებელი ეთანხმება, რომ გზავნილის/ამანათის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტი არის ნამდვილი და დოკუმენტების ნამდვილობაზე თავად აგებს პასუხს.4.7 კომპანია იტოვებს უფლებას გამყიდველის მხრიდან დაფიქსირებული ნებისმიერი პრეტენზიის შემთხვევაში გადაამოწმოს მომხმარებლის შესყიდვის ნამდვილობა და არ გასცეს გზავნილი/ამანათი სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე ! 4.8 ვინაიდან, გამყიდველთან ურთიერთობისას გამოიყენება ელ-ფოსტით გაგზავნილი წერილები, ჩატი ან/და სატელეფონო საუბრები და ამ ინფორმაციასთან წვდომა მესამე პირისთვის დაუშვებელია, ამიტომ აუცილებლობის შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს გამოიყენოს ისინი დანიშნულებისამებრ.4.9 გზავნილის/ამანათის მაქსიმალური მოცულობა, რისი გამოგზავნაც შესაძლებელია ჩინეთიდან, არ უნდა აჭარბებდეს 220/220/220 სმ-ს . ამ ზომებს გადაჭარბებული ამანათი ავტომატურად გაიგზავნება უკან . 4.10 მომხმარებლები ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ, რომ ამანათის გაცემის კოდი არის კონფიდენციალური და მასზე სრული პასუხისმგობლობა ეკისრება მათ. 4.11 მომხმარებლები ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ , რომ ჩინეთის საბაჟოზე არსებული წესების თანახმად ყველა ამანათს თან უნდა ერთვოდეს ინვოისი ხოლო ამანათს რომლის ღირებულებაც აჭარბებს 1000 აშშ დოლარს , აუცილებლად გამოგზავნისას თან უნდა ერთვოდეს საექსპორტო დოკუმენტი . ამ დოკუმენტის არ არსებობის შემთხვევაში ტვირთი ვერ დატოვებს ჩინეთის ტერიტორიას .4.12 იმ შემთხვევაში, თუ საექსპორტო დოკუმენტის დამზადებას მომხმარებელი დაავალებს კომპანიას, დაჯდება 80 აშშ დოლარი და დამატებით საბაჟო ტარიფის ნომერი 20 აშშ დოლარი . რაც შეეხება პირად გზავნილებს მომხმარებლის მხრიდან, უნდა მოხდეს მათი სრული ჩამონათვალის აღწერა/ დეკლარირება თანხის მითითება . შესყიდვების ასისტენტის მომსახურება„შესყიდვების ასისტენტის“ მიერ, 5 (ხუთი) დღის ვადაში ხდება შერჩეული სასაქონლო პოროდუქტის მოძიება საერთო ქსელში, რისთვისაც კლიენტმა ავანსად უნდა გადაიხადოს: 20,00 (ოცი) აშშ დოლარს„შესყიდვების ასისტენტის“ მიერ 5 (ხუთი) დღის ვადაში მოძიებული სასაქონლო პროდუქტის რამოდენივე ვარიანტი წარედგინება კლიენტს, ვიდეოვერიფიკაციით.თუ სასაქონლო პოროდუქტის ღირებულება აღემატება 100,00 (ასი) აშშ დოლარს, მაშინ კლიენტი დამატებით გადაიხდის ნამეტი თანხის 20%-ს (ოცი პროცენტი). (მაგ.: სასაქონლო პოროდუქტის ღირებულება 120,00 (ას ოცი) აშშ დოლარია, კლიენტი ავანსად იხდის 20,00 (ოცი) აშშ დოლარს და + ნამეტი 20(ოცი) აშშ დოლარის 20%-ს, რაც 4,00 (ოთხი) აშშ დოლარს შედგენს. ჯამში კლიენტის გადასახდელი თანხა შეადგენს 24,00 (ოცდაოთხი) აშშ დოლარს.)თუ სასაქონლო პოროდუქტის ღირებულება არ აღემატება 100,00 (ასი) აშშ დოლარს, კლიენტი იხდის მხოლოდ ავანსად გადასახდელ თანხას 20,00 (ოცი) აშშ დოლარს.სასაქონლო პროდუქტის საერთო თანხაში შედის შემდეგი სახის გადასახადები:სასაქონლო პროდუქტის დაჯავშნა/შეძენა;სასაქონლო პროდუქტის ვიდეოვერიფიკაცია, რომლის ღირებულება 15,00 (თხუთმეტი) აშშ დოლარია;ქალაქ --------- საწყობში განთავსება და შეფუთვა:0,15 მ3-მდე მოცულობის სასაქონლო პროდუქტის შეფუთვის ფასი შედის მომსახურების სფეროში;0,15 მ3-ზე მეტი მოცულობის სასაქონლო პროდუქტის შეფუთვის ღირებულებაა ყოველ მომდევნო 0,15 მ3-მდე შეფუთვისათვის 4,00 (ოთხი) აშშ დოლარი.შესაძლებელია სასაქონლო პროდუქტის დაზღვევა.საკომისიო ხარჯი (განისაზღვროს %, ან ფიქსირებული თანხით)ხელშეკრულების თანახმად, ანგარიშსწორება მხარეებს შორის ხორციელდება დოლარში, ევროში ან ლარებში. ანგარიშსწორების ფულის ერთეული და ანგარიშის ნომერი მითითებულია გადასახადელში/ინვოისში.კლიენტი იღებს ვალდებულებას, „შესყიდვების ასისტენტის“ მომსახურების ავანსად გადასახდელი თანხა, გადაიხადოს მიწოდებული ანგარიშის/ინვოისის თანახმად შპს “ ---------- ” (სარეგისტრციო N ------------) ანგარიშზე ხელსეკრულების გაფორმების დღესვე. წინააღმდეგ შემთხვევაში „შესყიდვების ასისტენტის“ მომსახურება არ განხორციელდება.„შესყიდვების ასისტენტის“ მიერ მოძიებული სასაქონლო პროდუქტის ღირებულების ნამეტი 20%-ის (ოცი პროცენტი) თანხის გადახდას კლიენტი აწარმოებს სასაქონლო პროდუქტზე თანხმობის გაცემიდან 24 (ოცდაოთხ) საათში.ყოველ შემთხვევაში მომსახურების გაწევის მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს 05 დღეს, ავანსის გადახდის შემდეგ. იმ შემთხვევაში თუ კლიენტის უარის საფუძველზე შეკვეთილი მომსახურება არ განხორეციელდა, მაშინ კლიენტის მიერ ავანსად გადახდილი თანხა რჩება კომპანიის ანგარიშზე. ხოლო „შესყიდვების ასისტენტის“ მიერ დადგენილ ვადაში არ მოხდა მისგან მომსახურება, მაშინ ავანსი უნდა იყოს დაბრუნებული კლიენტისთვის უკან, იმ შემთხვევების გამოკლებით, რომლებიც ხელშეკრულებაში არის გათვალისწინებული.ყველა დამატებით მომსახურებას კლიენტი ანაზღაურებს დამოუკიდებლად.ტვირთის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით აუცილებელია მოგვწეროთ ელ ფოსტაზე.ჩინეთის საწყობში თუ იქნება გამოგზავნილი ელემენტ შემცველი ან აკრძალული ნივთი რომელიც არ ექვემდებარება საჰაერო ტრანსპორტირებას მათი გამოგზავნა საქართველოს მიმართულებით მოხდება სახმელეთო გზით.მსხვრევად და მტვრევად ნივთებზე კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას.მსხვრევადი და მტვრევადი ნივთების შეფუთვა უნდა მოხდეს სპეციალურ ხის ყუთში.ნივთები რომელიც იქნება საწყობში მოსული სახელი, გვარის და ოთახის ნომრის გარეშე არ იქნება მიღებული.ნივთები რომელთა ტრანსპორტირებაც აკრძალულია საჰაერო გადაზიდვით ავტომატურად გამოიგზავნება სახმელეთო ტრანსპორტით. ნივთები რომლებიც შეიცავენ ელემენტს ან სხვა აკრძალულ ნივთებს(საჰაერო გადაზიდვით აკრძალული) არ გამოიგზავნება საჰაერო გზით.ნივთები რომელთა ტრანსპორტირება აკრძალულია არ გამოიგზავნება არც საჰაერო და არც სახმელეთო გზით.ამანათის მინიმალური ზღვარი სახმელეთო 1 კილოგრამი, საჰაერო 0,5 კილოგრამი.ნებისმიერი ნივთი რომელიც იქნება ზღვარს ქვემოთ დამრგვალდება სახმელეთო 1 კილოგრამზე, საჰაერო 0,5 კილოგრამზე.იმ შემთხვევაში თუ ამანათის ინვოისი არ მოგვაწოდა მომხმარებელმა დროულად(ხუთ სამუშაო დღეში) და ამანათი გადაეცა სახელმწიფოს კომპანია იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას.ამანათის თანხა ითვლება როგორც მოცულობითი ასევე რეალიური წონით.1 კუბი ამანათის ფასი (საჰაერო, სახმელეთი) არის 1000$საჰაერო ფორმულა:X სიგრძე.Y სიგანე.Z სიმაღლე. X*Y*Z = T T/0.006 = M. M = მოცულობით წონას.სახმელეთო ფორმულა:X სიგრძე.Y სიგანე.Z სიმაღლე.X*Y*Z = T T*1000= M. M = მოცულობით ფასს.ამანათის არასწორი მონაცემების შემთხვევაში ინვოისის დაკორეკტირება მოხდება საქართველოში.კომპანია სილქ პოსტი იხსნის პასუხისმგებლობას იმ აკრძალულ ამანათებზე რომელთა ჩამორთმევაც მოხდება აეროპორტში ან საზღვარზე საკონტროლო პუნქტებზე.კომერციული მიზნით ჩამოტანილ საქონელზე დეკლარაციის ღირებულება შეადგენს 10$(აშშ. დოლარს).