Logo
img

0322 222 160

  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • ამანათები
  • შესყიდვების ასისტენტი
  • კონტაქტები
  • რეისები
  • ფილიალები

კონფიდენციალობის პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა


პერსონალური ინფორმაციის დამუშავება და გამოყენება როგორ ვიყენებთ ჩვენი ვებ გვერდის www.silkpost.ge საშუალებით თქვენს პერსონალურ ინფორმაციას.შეტყობინების მიზანია, მოგაწოდოთ ინფორმაცია პერსონალური ინფორმაციის დამუშავებისას ჩვენი მუშაობის პრინციპებისა და თქვენი სამართლებრივი დაცვის მექანიზმებთან დაკავშირებით. www.silkpost.ge უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვას, რაც მოიცავს ინფორმაციას, რომელსაც www.silkpost.ge მოიპოვებს თქვენთვის მომსახურების გაწევის პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები გამოიყენება მხოლოდ მარკეტინგის მიზნებისთვის.პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის დაპირებაჩვენი www.silkpost.ge გუნდი, გპირდებით, რომ:(ა) ვიზრუნებთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცვაზე;(ბ) არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს არამართლზომიერად;(გ) ნებისმიერ დროს მოგაწვდით სრულ და ამომწურავ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.


როგორ გიცავთ კანონი


როგორ გიცავთ კანონი პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობის იცავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი. კანონმდებლობის თანახმად, თქვენ უფლება გაქვთ, მოგვთხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების თაობაზე. თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ შემდეგი ინფორმაცია: (ა) რომელი მონაცემები მუშავდება თქვენს შესახებ;(ბ) მონაცემთა დამუშავების მიზანი;(გ) მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;(დ) რა გზით შეგროვდა თქვენი მონაცემები;(ე) ვის გადაეცა თქვენი მონაცემები;(ვ) მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი. თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ჩვენ მიერ დამუშავებული ინფორმაციის ასლი. კანონმდებლობის შესაბამისად თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პირადი მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რამაც შესაძლოა ხელი შეგვიშალოს დაუყოვნებლივ წავშალოთ თქვენი პირადი მონაცემები. ასეთი ვალდებულებები შესაძლოა გამომდინარეობდეს საგადასახადო კანონმდებლობის, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და სხვა რელევანტური კანონმდებლობიდან.აღნიშნული ინფორმაციის თქვენთვის მოწოდების ვალდებულება www.silkpost.ge-ს წარმოეშვება თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში. პერსონალური მონაცემების გამოყენების უფლება გვაქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ამისათვის კონკრეტული სახელშეკრულებო ან/და კანონისმიერი საფუძველი გაგვაჩნია.


ვის ვუზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს.


თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება შეიძლება დაგვჭირდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, ასევე სხვა ორგანიზაციებთან, რომლებმაც თქვენს მიერ შერჩეული პროდუქტი თუ მომსახურება უნდა მოგაწოდონ ან შემოგთავაზონ გარკვეული მომსახურების გაწევა, იმ პირობით, რომ: ასეთი ინფორმაციის გაზიარებამდე ხსენებულმა მხარეებმა სავალდებულო წესით უნდა განაცხადონ თანხმობა, შეინახონ თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ და კონფიდენციალურად. ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, კანონით მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში სამართალდამცავ ორგანოებს მივცეთ წვდომა თქვენს პირად მონაცემებზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესრულების, მათ შორის დანაშაულის დადგენის, გამოძიების და აღკვეთის მიზნით. თუ არ ისურვებთ პირადი ინფორმაციის გაცემას, შესაძლოა, შეფერხდეს ან შეუძლებელი გახდეს ჩვენ მიერ თქვენს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, მათ შორის ანგარიშის გამოყენება ან შესაბამისი მომსახურებების მიღება. ჩვენ შეიძლება გადავცეთ თქვენი ინფორმაცია ბიზნესის გადაცემის შემთხვევაში ან/და კომპანიის რეორგანიზაციის ან/და შერწყმის შემთხვევაში. ასეთი შემთხვევის არსებობის დროს ჩვენი სამართალმემკვიდრე მოიპოვებს ჩვენს ხელთ არსებულ სრულ ინფორმაციას, მათ შორის თქვენს პირად საიდენტიფიკაციო ინფორმაციას. მიუხედავად ამისა, თქვენს პირად საიდენტიფიკაციო ინფორმაციაზე ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გავრცელდება წინამდებარე ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა. ჩვენ შეიძლება გავცეთ თქვენი ინფორმაცია თქვენი ან სხვების დაცვის მიზნით ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, გავცეთ თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია იმ შემთხვევებში, როდესაც ამას მოითხოვს კანონმდებლობა და როდესაც ჩვენ ჩავთვლით აუცილებლად ჩვენი უფლებების დასაცავად და/ან ვებ-გვერდის მიმართ ნებისმიერი სასამართლო პროცესის, სასამართლო გადაწყვეტილების/დადგენილების ან სხვა სახის სამართლებრივი პროცესის უზრუნველყოფის მიზნით. ჩვენ ასევე ვიტოვებთ უფლებას, გავცეთ თქვენი ინფორმაცია შემდეგი მიზნებისათვის: წინამდებარე პოლიტიკის დაცვა და განხორციელება; ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობის წესებისა და პირობების ან სხვა ხელშეკრულების დაცვა და განხორციელება; ვებ-გვერდის, მისი მომხმარებლების ან სხვათა უფლებების, საკუთრების ან უსაფრთხოების დაცვა.


ინფორმაციის უსაფრთხოება


ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდებით უსაფრთხოების საკითხს და ვატარებთ არაერთ ზომას პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის დასაცავად. თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ჩვენს ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომია მხოლოდ თქვენი პაროლისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითების შემთხვევაში. ეს პაროლი დაშიფრულია. ჩვენ გირჩევთ, რომ არავის გაანდოთ თქვენი პაროლი. გარდა ამისა, თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ინახება დაცულ სერვერზე, რომელზეც მხოლოდ შესაბამის პერსონალსა და კონტრაქტორებს მიუწვდებათ ხელი. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ, ჩვენს საიტზე თქვენს მიერ შერჩეული პროდუქტის ყიდვის დროს შეგყავთ თქვენი პირადი საკრედიტო/სადებეტო ბარათის მონაცემები, ჩვენთვის თქვენი საკრედიტო/სადებეტო ბარათთან დაკავშირებული ინფორმაცია ხელმიუწვდომელია და აღნიშნული მონაცემების შენახვა ჩვენს მიერ არ ხდება. თქვენი საკრედიტო/სადებეტო ბარათი ჩვენი პარტნიორი ბანკის კონტროლის სფეროს განეკუთვნება. სამწუხაროდ, მონაცემთა ნებისმიერი გადაცემა ინტერნეტის ან უკაბელო ქსელის საშუალებით შეუძლებელია იყოს აბსოლუტურად და გარანტირებულად უსაფრთხო. ჩვენ ვატარებთ კომერციულად გონივრულ უსაფრთხოების ზომებს, რათა დავიცვათ მონაცემები და ასევე ვცდილობთ კავშირები დავამყაროთ მხოლოდ ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც იგივენაირად უდგებიან ამ საკითხს. თუმცა ჩვენ ვერ გავცემთ რაიმე გარანტიას ვებ-გვერდისათვის ან ვებ-გვერდიდან გადაცემული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე და არ ვაგებთ პასუხს მესამე მხარის ქმედებაზე, რომელმაც შეიძლება უნებართვოდ მიიღოს მსგავსი ინფორმაცია.


მესამე მხარე ვებ-გვერდების ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა


წინამდებარე ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა ეხება მხოლოდ იმ ინფორმაციის გამოყენებასა და გამჟღავნებას, რომელსაც ჩვენ ვიღებთ თქვენგან www.silkpost.ge -ზე. სხვა ვებ-გვერდებს, რომლებზე გადამისამართებაც შეიძლება ჩვენი ვებ-გვერდიდან, საკუთარი ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა და მონაცემთა კრებული, ასევე ასეთი ინფორმაციის გამოყენებისა და გამჟღავნების პრინციპები აქვთ. თუ თქვენ დაუკავშირდებით მსგავს ვებ-გვერდს, ჩვენ მოგიწოდებთ, რომ წაიკითხოთ მათი ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა. ჩვენ პასუხს არ ვაგებთ მესამე მხარეთა საქმიანობაზე.


ჩვენი სარეკლამო პარტნიორები


ზოგიერთმა ჩვენს საიტზე განთავსებულმა რეკლამამ შეიძლება გამოიყენოს ქუქი-ფაილები და ვებ – შუქურები. თითოეულ ჩვენს სარეკლამო პარტნიორს აქვს საკუთარი კონფიდენციალურობის პოლიტიკა მომხმარებლის მონაცემების შესახებ მათი პოლიტიკისთვის.


ინფორმაციის დაცვის სხვადასხვა საკითხები


18 წლამდე ბავშვებს ეკრძალებათ www.silkpost.ge –ით სარგებლობა. ჩვენ განზრახ არ ვინახავთ ან ვაგროვებთ ინფორმაციას 18 წლამდე პირებისაგან. არასრულწლოვანთა პირადი ინფორმაციის დაცვა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, თუ ჩვენ გავიგებთ, რომ მომხმარებელი არის 18 წლამდე ასაკის პირი, ჩვენ გავატარებთ შესაბამის ღონისძიებებს, რათა წავშალოთ ამ მომხმარებლის პირადი ინფორმაცია ჩვენი მონაცემთა ბაზიდან. სარგებლობთ რა www.silkpost.ge –ით, თქვენ აქვე ადასტურებთ, რომ ხართ სულ მცირე 18 წლის.


ვებ-გვერდზე თქვენი ინფორმაციის უსაფრთხოება


შენარჩუნების/წაშლის პოლიტიკა: თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი მონაცემების წაშლა შესატყვისი მოთხოვნის გამოგზავნით ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინებების გზით. მოთხოვნის მიღების შემდეგ www.silkpost.ge ამოიღებს თქვენ მონაცემებს სიიდან, რათა შეწყდეს მონაცემთა დამუშავება.


რამდენ ხანს ვინახავთ პერსონალურ ინფორმაციას?


თქვენს პირად მონაცემებს ვინახავთ თქვენი მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში; აგრეთვე, მომსახურების დასრულების შემდეგ 10 წლამდე ვადით შემდეგი მიზეზების გამო: (ა) კითხვებსა და საჩივრებზე პასუხის გასაცემად; (ბ) იმის დასამტკიცებლად, რომ ჩვენ სამართლიანად მოგექეცით; (გ) შესაბამისი რეგულაციების/წესების დაცვით აღრიცხვის წარმოების მიზნით ჩვენ შეგვიძლია შევინახოთ თქვენი პირადი ინფორმაცია 10 წელზე მეტი ხნით, თუ მისი წაშლის შესაძლებლობა არ გვაქვს სამართლებრივი ან ნორმატიული მიზეზების გამო. თუ ფიქრობთ, რომ ჩვენთან შენახული თქვენი ნებისმიერი მონაცემი არასწორი ან არასრულია, გთხოვთ დაგვიკავშირდით თქვენი ეჭვების დასაფიქსირებლად. ჩვენ ყველა გონივრულ ზომას მივიღებთ, რომ შევამოწმოთ და გამოვასწოროთ ეს ხარვეზი. თქვენ უფლება გაქვთ, არ დაეთანხმოთ ჩვენ მიერ თქვენი პირადი მონაცემების გამოყენებას, ან მოითხოვოთ მათი წაშლა, ამოღება ან გამოყენების შეწყვეტა, თუ ჩვენ არ გვაქვს მათი შენახვის საკანონმდებლო საფუძველი. დაგვიკავშირდით, თუ არ ეთანხმებით ჩვენ მიერ თქვენი მონაცემების გამოყენებას, თუ გაქვთ შეკითხვები ან თუ გნებავთ თქვენი მონაცემების გაუქმება ან გამოყენების შეზღუდვა.


ცვლილებები ინფორმაციის დაცვის პოლიტიკაში


ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ნებისმიერ დროს შევცვალოთ წინამდებარე ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა. ინფორმაციის დაცვის პოლიტიკაში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება ინფორმაციის დაცვის გვერდზე და სხვა ისეთ ადგილებში, რომლებიც, ჩვენი აზრით, უზრუნველყოფს თქვენს საქმის კურსში ყოფნას იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახის ინფორმაციას შევაგროვებთ, როგორ გამოვიყენებთ და რა დროს გავამჟღავნებთ მას (კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში). ამასთან, დაცვის პოლიტიკაში შეტანილი ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ გეცნობებათ ელექტრონული ფოსტის ან ჩვენს მთავარ გვერდზე შესაბამისი შეტყობინების გამოქვეყნების გზით. თქვენი ვალდებულებაა, პერიოდულად შეამოწმოთ ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა. ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა ეხება მხოლოდ ჩვენს ონლაინ საქმიანობას და მოქმედებს ჩვენი ვებ – გვერდის www.silkpost.ge სტუმრებისთვის. წინამდებარე პირობებზე თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით/აღიარებით თანხმობას აცხადებთ, რომ თქვენ უფლებამოსილებას გვანიჭებთ ჩვენ და თანხმობას აცხადებთ მასზედ, რომ ვებ – გვერდის www.silkpost.ge მიერ საკუთარი შეხედულებისამებრ და მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი რაოდენობით, ნებისმიერი წყაროდან გამოთხოვნილ და მიღებულ იქნას ინფორმაცია თქვენ შესახებ, მათ შორის პერსონალური მონაცემები, მათი გაცნობის, გადამოწმების, შედარების, ანალიზის, შენახვის და საკანონმდებლო ან/და სახელშეკრულებო ვალდებულებ(ებ)ის შესრულების მიზნებისთვის.