Logo
img

0322 222 160

  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • ამანათები
  • შესყიდვების ასისტენტი
  • კონტაქტები
  • რეისები
  • ფილიალები

წესები და შეზღუდვები

ხელშეკრულების მიზანია სწორად წარიმართოს ამანათების განბაჟება/ტრანსპორტირება, განბაჟება/ტრანსპორტირებისათვის დროის რაციონალური გამოყენება და მომსახურების ეფექტურობის ამაღლება. წინამდებარე ხელშეკრულებით, შპს „ სილქ ფოსტ“-ის (ს/კ:405381091 ) (შემდგომში კომპანია) მიერ დადგენილი მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ყველა მომხმარებლისთვის.


მუხლი 1. ტრანსპორტირების ღირებულება, გზავნილის/ამანათის წონის დამრგვალება და შემცირება: ტრანსპორტირების ღირებულება გამოითვლება გზავნილის საერთო წონის მიხედვით, მისი რეალური და მოცულობითი წონის გათვალისწინებით. თუ მოცულობითი წონა აჭარბებს რეალურს, მაშინ ტრანსპორტირების გადასახადი დაითვლება მოცულობითი წონიდან.სანტიმეტრ კუბში მოცულობის გამოთვლა ხორციელდება - ყუთის ზომების (სიგრძე, სიგანე და სიმაღლე) გამრავლებით და მოცულობითი წონის ფაქტორზე გაყოფით.კერძოდ, მოცულობითი წონა გამოიანგარიშება შემდეგნაირად: გზავნილის სიგრძე, სიგანე და სიმაღლე გადამრავლდება და გაიყოფა 1000-ზე. გზავნილის/ამანათის დეტალები (კუბი/მოცულბა) დგინდება პროდუქტის საწყობში მიღებისას ჩინეთში, რადგან პირველ რიგში უნდა დაზუსტდეს ფაქტიური/რეალური მონაცემი და შემდგომ განხორციელდეს ინვოისის კალკულაცია. მუხლი 2. დეკლარირება / გადაფუთვა / განბაჟება: თითოეული გზავნილი, რომელიც შემოდის საქართველოს ტერიტორიაზე, რეგისტრირდება შემოსავლების სამსახურის ვე.გვერდზე www.rs.ge გადის საბაჟო დათვალიერებას/პროცედურებს. საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის მიხედვით საფოსტო გზავნილი ექვემდებარება სავალდებულო საბაჟო დეკლარირებას, თუ გზავნილი/გზავნილების შიგთავსის 1.1.1 ღირებულება არის 300 ლარი და მეტი; 1.1.2 წონა არის 30 კილოგრამი და მეტი; 1.1.3 განკუთვნილია ეკონომიკური საქმიანობისთვის. 1.1.4 თუ თქვენს მიერ ერთი საიტიდან გამოწერილი ამანათები მოხვდება ერთ რეისზე და მათი ჯამური ღირებულება 300 ლარზე მეტია, ასევე დაექვემდებარება განბაჟებას. (თუ თქვენს მიერ სხვადასხვა საიტიდან გამოწერილი ამანათები მოხვდება ერთ რეისზე და მათი ღირებულება 300 ლარზე მეტია, ამანათები არ დაექვემდებარება განბაჟებას.) 2.1 გზავნილი/ამანათი, რომლის ღირებულება აღემატება 300 ლარს ან 30 კილოგრამს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ექვემდებარება განბაჟებას მინ 18% სრული ღირებულების!!! საქართველოს კანონმდებლობით ბაჟის გადახდა ხორციელდება დეკლარაციის მიღებიდან 30(ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში ნებისმიერ ბანკში. თუმცა შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ახალი რეგულაციის მიხედვით, წითელ დერეფანში მოხვედრილი განსაბაჟებელი ამანათების გარკვეული რაოდენობა გაიცემა მხოლოდ დღგ-ს გადახდის ქვითრის წარდგენის შემდეგ. ამანათების აღნიშნულ ჯგუფში მოხვედრას განსაზღვრავს საბაჟო შემთხვევითი შერჩევის პრინციპით დეკლარაციის დაბეჭდვის დროს. 2.2 მომხმარებელი ვალდებულია განახორციელოს გზავნილის/ამანათის დეკლარირება, ფორმულარის შევსებით. ამანათები დეკლარაციის გარეშე დარჩება შესაბამის საწყობში, სანამ არ მოხდება მათი სრული დეკლარირება. მათი დეკლარირება უნდა მოხდეს ჩამოსვლამდე რომ არ შეიქმნას პრობლემა ამანათის საბაჟოდან გამოტანისას. 2.3 კომპანია იტოვებს უფლებას მოითხოვოს მიმღების სახელზე ჩინეთის საწყობში მიღებული ნივთის გადახდის დასტური, მომხმარებელი ვალდებულია მოკლე ვადებში წარადგინოს გადახდის დასტური, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მოხდება ამანათის ტრანსპორტირება საქართველოში და მომხმარებელს დაეკისრება უკან გაგზავნის ხარჟი. დეკლარირების სისწორეზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს მომხმარებელი. 2.4 იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო სამსახური ან ფინანსთა სამინისტრო დააკისრებს საჯარიმო სანქციას კომპანიას იმის გამო, რომ მომხმარებელმა მომსახურების პირობები დაარღვია-პროდუქციის არასრული ან არაზუსტი დეკლარირება გააკეთა, აღნიშნული ჯარიმის გადახდა დაეკისრება მომხმარებელს. კომპანიის მომსახურების საფასური გადახდილ უნდა იქნას საბაჟო პროცედურების დაწყებამდე. 2.5 მომხმარებლის მიერ აკრძალული საქონლის გადაგზავნის შემთხვევაში, კომპანია პასუხს არ აგებს საბაჟო სამსახურის მიერ გზავნილის/ამანათის დაყადაღებაზე. 2.7 მომხმარებლის მხრიდან გასანბაჟებელი გზავნილის/ამანათის ინვოისის არ წარდგენის შემთხვევაში, ვადის ამოწურვის შემდეგ (30 დღე) ამანათი გადაეცემა სახელმწიფოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 3. პროდუქციის საიმპორტო შეზღუდვები: 3.1 საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია საფოსტო გზავნილით შემდეგი სახი სნივთების გამოგზავნა: .რეალური ფული, მონეტები ან ბანკნოტები; საბანკო და საკრედიტო ბილეთები და სხვა ფასიანი ქაღალდები; საკვები პროდუქცია; ფეთქებადი ან ადვილად აალებადი ნივთიერებები ან პროდუქცია (საღებავები და ალკოჰოლის შემცველი ნივთიერებები); მიწა და ნერგები მიწით; პორნოგრაფიული სახის პროდუქცია; ფსიქოტროპიული ნივთიერებები; წამლები (10 შეკვრაზე მეტი); მცენარეები (1 კილოგრამზე მეტი); ცოცხალი ცხოველები, ფიტულები, ძვლები, ბეწვი; ნებისმიერი სახის ნარკოტიკი, ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პროდუქცია ან მცენარეები ან მათი თესლი, ე.წ. ''ბიო'', არომატიზატორი; მცენარეების თესლები (25 გრამზე მეტი); ცეცხლსასროლი და პნევმატური (airsoft) იარაღები და აქსესუარები; საბეჭდი მასალა, ფილმები, ფოტო, LPs, კინემატოგრაფიული ფილმები, აუდიო და ვიდეოკასეტები, CD; ოქრო და ვერცხლი, ძვირფასი ქვები, სამკაულები და სხვა ძვირფასი ნივთები; ალკოჰოლური სასმელები; თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები; ფარმაცევტული პროდუქცია; ანტიკვარული ნივთები; 3.2 მომხმარებლის მიერ აკრძალული პროდუქციის გადაგზავნის შემთხვევაში, კომპანია პასუხს არ აგებს საქართველოში საქონლის მოწოდებაზე, ან საბაჟო სამსახურის მიერ გზავნილის დაყადაღებაზე. 3.3 თუ მომხმარებელი აკრძალულ პროდუქციას მაინც გადაგზავნის საწყობში, კომპანია იხსნი სპასუხისმგებლობას უკან გადაუგზავნოს აკრძალული გზავნილი იურიდიულ ან ფიზიკურ პირს, რომელმაც გზავნილი გამოაგზავნა. ზემოხსენებული დარღვევის შემთხვევაში მომხმარებელს შეუწყდება მომსახურება და დაჯარიმდება. მუხლი 4. სხვა შეზღუდვები და პირობები!!! კომპანია უფლებას იტოვებს გაასხვისოს ამანათი (მომხმარებელთან შეთანხმების გარეშე) რომელიც 2 (ორი) თვეზე მეტ ხანს დარჩება კომპანიის საწყობში. ეხება როგორც გადაუხდელ, ასევე გადახდილ ამანათებს. 4.1 კომპანია, ყველა მის მომხმარებელს, ავალდებულებს ანგარიშების დავალიანების დროულ გადახდას. წინაამღდეგ შემთხვევაში მომხმარებლის მონაცემები და დავალიანება გადაეცემა ჩინეთის ან/და საქართველოს შესაბამის სასამართლოებს. 4.2 ჩვენი კომპანიის გადაზიდვით ჩამოტანილ ამანათზე, მომხმარებლის მიერ უარის თქმის შემთხვევაში, მას დაეკისრება ჯარიმის გადახდა 1000 $ (აშშ დოლრის) ექვივალენტი ლარში,ოდენობით. 4.3 კომპანია იტოვებს უფლებას, მომხმარებელს წინასწარ შემოატანინოს გზავნილის/ამანათის ტრანსპორტირების გადასახადის ნახევარი. ტრანსპორტირების დარჩენილი ნახევრის საფასურის გადახდა უნდა მოხდეს გზავნილის/ამანათის საქართველოში ჩამოსვლიდან 5 (ხუთ) დღეში. 4.4 კომპანია იღებს ვალდებულებას, გზავნილის/ამანათის საქართველოში ჩამოსვლის დღიდან 4 კვირაში, მომხმარებლის სახელზე მოახდინოს გადასახდელი თანხის მიხედვით სარჩელის აღძვრა სასამართლოში, რაც მომხმარებლის პირადი ქონების დაყადაღებას გამოიწვევს. 4.5კომპანია ვალდებულებას იღებს მომხმარებელთან მხოლოდ იმ სერვისზე, რაც დაშვებულია საქართველოს კანონმდებლობით; 4.6 მომხმარებელი ეთანხმება, რომ გზავნილის/ამანათის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტი არის ნამდვილი და დოკუმენტების ნამდვილობაზე თავად აგებს პასუხს. 4.7 კომპანია იტოვებს უფლებას გამყიდველის მხრიდან დაფიქსირებული ნებისმიერი პრეტენზიის შემთხვევაში გადაამოწმოს მომხმარებლის შესყიდვის ნამდვილობა და არ გასცეს გზავნილი/ამანათი სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე ! 4.8 ვინაიდან, გამყიდველთან ურთიერთობისას გამოიყენება ელ-ფოსტით გაგზავნილი წერილები, ჩატი ან/და სატელეფონო საუბრები და ამ ინფორმაციასთან წვდომა მესამე პირისთვის დაუშვებელია, ამიტომ აუცილებლობის შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს გამოიყენოს ისინი დანიშნულებისამებრ. 4.9 გზავნილის/ამანათის მაქსიმალური მოცულობა, რისი გამოგზავნაც შესაძლებელია ჩინეთიდან, არ უნდა აჭარბებდეს 220/220/220 სმ-ს . ამ ზომებს გადაჭარბებული ამანათი ავტომატურად გაიგზავნება უკან. 4.10 მომხმარებლები ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ, რომ ამანათის გაცემის კოდი არის კონფიდენციალური და მასზე სრული პასუხისმგობლობა ეკისრება მათ. 4.11 მომხმარებლები ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ, რომ ერთ რეისზე არსებული ამანათების ტრანსპორტირების თანხის გადახდა ხდება ჯამურად და არა ცალ-ცალკე. შესაბამისად კომპანია იტოვებს უფლებას, რომ მომხმარებლის მხრიდან რომელიმე ამანათზე უარის თქმის შემთხვევაში, რეისზე არსებული ყველა ამანათი დარჩეს კომპანიის საკუთრებაში. 4.12 მომხმარებლები ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ, რომ ჩინეთის საბაჟოზე არსებული წესების თანახმად ყველა ამანათს თან უნდა ერთვოდეს ინვოისი ხოლო ამანათს რომლის ღირებულებაც აჭარბებს 1000 აშშ დოლარს, აუცილებლად გამოგზავნისას თან უნდა ერთვოდეს საექსპორტო დოკუმენტი. ამ დოკუმენტის არ არსებობის შემთხვევაში ტვირთი ვერ დატოვებს ჩინეთის ტერიტორიას. 4.13 საიტზე რეგისტრაციის გავლამდე მომხმარებელი ვალდებულია გაეცნოს წესებს და პირობებს, რის შემდეგაც მომხმარებელი ადასტურებს რომ არის თანახმა მიიღოს სილქ ფოსტისგან სმს შეტყობინება: ამანათის საწყობში მისვლაზე, ამანათის სტატუსის ცვლილებაზე, დადეკლარირებაზე, ასევე კომპანიის საწყობის ან ოფისის ცვლილებაზე და სხვა ინფორმაციის შემცველი სმს-ის მიღებაზე საჭიროების შემთხვევაში. ტვირთის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით აუცილებელია მოგვწეროთ ელ ფოსტაზე. მსხვრევად და მტვრევად ნივთებზე კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას. მსხვრევადი და მტვრევადი ნივთების შეფუთვა უნდა მოხდეს სპეციალურ ხის ყუთში. ნივთები რომელიც იქნება საწყობში მოსული სახელი, გვარის და ოთახის ნომრის გარეშე მოხვდება გაურკვეველ გზავნილებში და არ გამოიგზავნება საქართველოში. ნივთები რომელთა ტრანსპორტირება აკრძალულია არ გამოიგზავნება. იმ შემთხვევაში თუ ამანათის ინვოისი არ მოგვაწოდა მომხმარებელმა დროულად (ხუთ სამუშაო დღეში) და ამანათი გადაეცა სახელმწიფოს კომპანია იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას. ამანათის თანხა ითვლება როგორც რეალური წონით ასევე მოცულობით. როდესაც ამანათის მოცულობა აღემატება (50cm/50cm/50cm) 0.125 კუბს და მოცულობა მეტია რეალურ წონაზე ანგარიშდება მოცულობით. 1 კუბი ამანათის ფასი (სახმელეთო) არის 1000$ სახმელეთო ფორმულა: X სიგრძე. Y სიგანე. Z სიმაღლე. (მ) X*Y*Z = T T*1000= M. M = მოცულობით ფასს. ამანათის არასწორი მონაცემების შემთხვევაში ინვოისის დაკორეკტირება მოხდება საქართველოში.კომპანია სილქ პოსტი იხსნის პასუხისმგებლობას იმ აკრძალულ ამანათებზე რომელთა ჩამორთმევაც მოხდება აეროპორტში ან საზღვარზე საკონტროლო პუნქტებზე.კომერციული მიზნით ჩამოტანილ საქონელზე დეკლარაციის ღირებულება შეადგენს 5$(აშშ. დოლარს). საერთაშორისო გზავნილის/ამანათის უკან გაბრუნება არ ხდება, საქართველოდან ამანათების ტრანსპორტირებას ჩინეთის მიმართულებით არ ვანხორციელებთ.